დადგენილებები და პირობები

ზოგადი

ეს დოკუმენტი განსაზღვრავს დადგენილებებს და პირობებს, რომლებიც არეგულირებს დამატებითი ღირებულების მომსახურების პროდუქტების და/ან მომსახურების გამოყენებას მობილურებისა და ინტერნეტისთვის (შემდგომში მოხსენიებულია როგორც „მომსახურება“). ამ მომსახურებასა და ვებ-საიტს სრულიად მართავს და აკონტროლებს Gameload, US Cellcom LLC.

Gameload არის გამოწერის მომსახურება, რომელიც გთავაზობთ წვდომას შეუზღუდავ კონტენტზე, როგორიცაა თამაშების აპლიკაციები, რჩევები, ვიდეოები და მეტი.

Gameload მომსახურების გამოყენებით თქვენ აღიარეთ მომსახურების ყველა დადგენილება და პირობა და დათანხმდით თქვენი მობილური ნომრის გაზიარებას US Cellcom LLC-თან, რომელიც მართავს გამოწერის ამ მომსახურებას.

თქვენ ეთანხმებით იმას, რომ იყოთ პასუხისმგებელი Gameload მომსახურების წვდომასა და/ან გამოყენებაზე. უნდა იყოთ 18 ან მეტი წლის, რათა გამოიყენოთ მომსახურება. მომსახურება ხელმისაწვდომია ყოველდღიური გამოწერისთვის დღეში 1 ლარად. თქვენ გაქვთ უფლება, გააუქმოთ მომსახურებაზე გამოწერა  ნებისმიერ დროს. შეგიძლიათ გააუქმოთ გამოწერა „Unsubscribe“ ღილაკზე დაჭერით ვებ-საიტზე:  http://gameload.net/index.php?page=unsub. ნებისმიერი შეკითვისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენი მხარდაჭერის გუნდს: info@gameload.net.

შეთანხმება/ ანგარიში

როგორც აღნიშნულია დადგენილებებსა და პირობებში, უნდა იყოთ 18 ან მეტი წლის, რათა გამოიყენოთ მომსახურება. თუ 18 წელზე ნაკლები ხართ, არ უნდა გამოიყენოთ მომსახურება არავითარ შემთხვევაში და არცერთი მიზნით. ანგარიშის გახსნით, აპლიკაციის ჩამოტვირთვით, და/ან მომსახურების სხვაგვარად გამოყენებით, თქვენ აცხადებთ, რომ მინიმუმ 18 წლის ხართ.

მომსახურება მისაწვდომია WEB-ის და WAP-ის მეშვეობით. WAP-ზე წვდომა შეიძლება დაექვემდებაროს GPRS-ის დამატებით გადასახადს, რომელიც დაწესებულია ქსელის ოპერატორის მიერ. პროვაიდერის მიერ უზრუნველყოფილი მომსახურების მოცულობა  გამოიანგარიშება მობილური ოპერატორის მეშვეობით, რომელთანაც მომხმარებელმა შესაბამისი სატელეფონო მომსახურების გამოყენება გადაწყვიტა. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შეხედულებისამებრ, შევცვალოთ ეს დადგენილებები და პირობები ნებისმიერ დროს. თქვენ აღიარებთ, რომ იღებთ მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, და ამგვარად გვათავისუფლებთ ჩვენ პასუხისმგებლობისგან და გვიცავთ ჩვენ ნებისმიერი ქმედებებისგან, რომლებიც განხორციელებულია ნებისმიერი მომხმარებლის მიერ, რომელსაც აქვს თქვენი ანგარიშის გამოყენების უფლება, რაც, სხვასთან ერთად, მოიცავს ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაციის გამომჟღავნებას  მესამე პირებისათვის.

თქვენ გესმით და ეთანხმებით, რომ , ჩვენი შეხედულებისამებრ, და ჩვენი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ჩვენ შეგვიძლია მომსახურებაზე თქვენი წვდომის დასრულება და/ან საწევრო ანგარიშის დეაქტივაცია ან გაუქმება, თუ ჩვენ განვსაზღვრავთ, რომ თქვენ დაარღვიეთ დადგენილებები და პირობები.

თქვენ ეთანხმებით იმას, რომ არ შეცვალოთ, ხელახლა აწარმოოთ, ხელახლა გადასცეთ, გაანაწილოთ, გაავრცელოთ, გაყიდოთ, გამოაქვეყნოთ, ფართოდ გაავრცელოთ ნებისმიერი ინფორმაცია US Cellcom LLC-ის ან შესაბამისი პარტნიორის წერილობითი ნებართვის გარეშე. ეს მომსახურება ხელმისაწვდომია მხოლოდ მომხმარებლებისთვის პაკისტანიდან.

მომსახურების პროვაიდერი არ აგებს პასუხს ნებისმიერი სატელეფონო ქსელის ან სატელეფონო ხაზის, კომპიუტერის ონლაინ სისტემების, სერვერების, ან პროვაიდერების, კომპიუტერული აღჭურვილობის, პროგრამული უზრუნველყოფის ნებისმიერ პრობლემასა თუ ტექნიკურ გაუმართაობაზე , ნებისმიერი ელექტრონული წერილის ან ჩანაწერის გაგზავნის წარუმატებლობაზე, რომლებიც უნდა მიღებულ იქნას მომსახურების პროვაიდერის მიერ ტექნიკური პრობლემების, ადამიანის შეცდომის ან ინტერნეტის ან ნებისმიერი ვებ-საიტის გადაჭედვის , ან მათი რომელიმე კომბინაციის გამო, რაც მოიცავს მომხმარებლის ან ნებისმიერი სხვა პირის კომპიუტერის დაზიანებას, რომლებიც დაკავშირებული არიან ამ მომსახურებაში მონაწილეობასთან, ან ამ მომსახურებაში მონაწილეობის , ან ამ მომსახურებაში რომელიმე მასალების ჩატვირთვის შედეგად.

ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა ( GDRP)

1. შესავალი

1.1 ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ ჩვენი ვებ-საიტის მომხმარებლების კონფიდენციალურობა; ამ პოლიტიკაში, ჩვენ განვმარტავთ, თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები.

1.2 ეს პოლიტიკა გამოიყენება US Cellcom LLC- ის ყველა ვებ-საიტის მიმართ.

2. როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს

2.1 მეორე სექციაში ჩვენ განვმარტავთ:

ა) პერსონალური მონაცემების ზოგად კატეგორიებს, რომლებსაც ვამუშავებთ

ბ) მიზანს, რისთვისაც შეიძლება დავამუშაოთ პერსონალური მონაცემები; და

გ) დამუშავების სამართლებრივ საფუძველს

2.2 ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ მონაცემები ვებ-საიტებისა და მომსახურების თქვენ მიერ გამოყენების შესახებ ( „მონაცემების გამოყენება“). მონაცემების გამოყენება შეიძლება მოიცავდეს თქვენს IP მისამართს, გეორგრაფიულ მდებარეობას, ვიზიტის ხანგრძლივობას, ისევე როგორც დროის, სიხშირის და მომსახურების გამოყენების თქვენი ნიმუშის შესახებ ინფორმაციას. მონაცემების გამოყენების წყარო არის Google-ის ანალიტიკური მონიტორინგის სისტემა. ამ დამუშავების სამართლებრივი საფუძველი არის ჩვენი კანონიერი ინტერესები, კერძოდ ჩვენი ვებ-საიტებისა და მომსახურების მონიტორინგი და გაუმჯობესება.

2.3 ჩვენ ვამუშავებთ მობილურ ტელეფონის ნომერს, რომელსაც თქვენ გვაწვდით მომსახურების გამოწერის მიზნით. ამ დამუშავების სამართლებრივი საფუძველი სახელშეკრულებოა.

2.4 ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ ინფორმაცია , რომელსაც შეიცავს ან რომელთანაც დაკავშირებულია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც თქვენ გამოგვიგზავნეთ ელექტრონული წერილით ან ნებისმიერი მსგავსი საკომუნიკაციო სისტემით („შეტყობინებების შესახებ მონაცემები“). შეტყობინებების შესახებ მონაცემები შეიძლება დამუშავებულ იქნას თქვენთან კომუნიკაციის და საქმის წარმოების მიზნით. ამ დამუშავების სამართლებრივი საფუძველი არის ჩვენი კანონიერი ინტერესები, კერძოდ, ჩვენი ვებ-საიტების შესაბამისი ადმინისტრაცია და ბიზნესი და კომუნიკაცია მომხმარებლებსა და პოტენციურ მომხმარებლებთან.

2.5 იმ სპეციფიკურ მიზნებთან ერთად, რისთვისაც ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც განმარტებულია მეორე სექციაში, ჩვენ ასევე შეგვიძლია დავამუშაოთ ნებისმიერი თქვენი პერსონალური მონაცემები , სადაც ასეთი დამუშავება საჭიროა სამართლებრივი ვალდებულების თანახმად, რომელსაც ჩვენ ვექვემდებარებით, ან თქვენი ან სხვა  ადამიანის სასიცოცხლოს ინტერესების  დასაცავად.

3. თქვენი პეროსნალური მონაცემების სხვებისთვის მიწოდება

3.1 ჩვენ შეგვიძლია გადავცეთ თქვენი ინფორმაცია მესამე მხარის მომსახურების პროვაიდერებს დავალებების შესრულების და თქვენი სახელით თქვენთვის მომსახურების უზრუნველყოფის მიზნებისთვის. ამ მესამე მხარეებს აქვთ წვდომა თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე, მხოლოდ ამ სპეციფიკური დავალებების თქვენი სახელით შესასრულებლად, და ისინი ვალდებული არიან, არ გაამჟღავნონ ან გამოიყენონ ის ნებისმიერი სხვა მიზნისთვის. ნებისმიერი მესამე მხარე იძლევა იმის გარანტიას, რომ ისინი შეესაბამებიან GDPR-ს.

3.2 ჩვენ  ვცდილობთ, დაგარწმუნოთ, რომ მიღებულია შესაბამისი და თანაზომიერი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რათა მოვახდინოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დაკარგვის, განადგურების, ბოროტად გამოყენების, შეცვლის, არასანქცირებული გამომჟღავნების ან მასზე წვდომის პრევენცია.

3.3 პერსონალური მონაცემების იმ სპეციფიკურ გამომჟღავნებებთან ერთად, რომლებიც განმარტებულია მესამე სექციაში, ჩვენ ასევე შეგვიძლია გამოვამჟღავნოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, სადაც ასეთი გამომჟღავნება საჭიროა, სამართლებრივი ვალდებულების თანახმად, რომელსაც ვექვემდებარებით, ან თქვენი ან სხვა ადამიანის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად.

4. პერსონალური მონაცემების შენახვა და წაშლა

4.1 მეოთხე სექცია განმარტავს ჩვენი მონაცემების შენახვის პოლიტიკას და პროცედურებს, რომლებიც შემუშავებულია იმისთვის, რომ დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ შევესაბამებით ჩვენს სამართლებრივ ვალდებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია პერსონალური მონაცემების შენახვასა და წაშლასთან.

4.2 პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ჩვენ ვამუშავებთ ნებისმიერი მიზნისთვის/მიზნებისთვის არ უნდა იყოს შენახული იმაზე მეტხანს, ვიდრე ეს საჭიროა ამ მიზნისთვის /მიზნებისთვის.

4.3 იმისთვის რომ ჩვენმა მომსახურებამ იმუშაოს, ჩვენ შევქმენით მობილური ტელეფონის ნომრების მონაცემთა ბაზა . რადგანაც ხართ გაგზავნის სიის წევრი, თქვენ მიიღებთ განახლებებს ჩვენს მომსახურებასა და შეთავაზებებზე.

4.4 ჩვენ შეგვიძლია თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა , სადაც ასეთი შენახვა საჭიროა სამართლებრივი ვალდებულების თანახმად, რომელსაც ვექვემდებარებით, ან თქვენი ან სხვა  ადამიანის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად.

5. თქვენი უფლებები

ა. უფლება წვდომაზე;

ბ. უფლება შესწორებაზე;

გ. უფლება ზედამხედველ ორგანოსთან გასაჩივრებაზე; და

5.1 თქვენ გაქვთ უფლება იმის დადასტურებაზე, ვამუშავებთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს და, სადაც ვამუშავებთ, მიიღოთ წვდომა პერსონალურ მონაცემებზე, გარკვეულ დამატებით ინფორმაციასთან ერთად. ეს დამატებითი ინფორმაცია მოიცავს დამუშავების მიზნების დეტალებს, შესაბამისი პერსონალური მონაცემების კატეგორიებს, და პერსონალური მონაცემების მიმღებებს. ეს არ ეხება სხვებისთვის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფას, ჩვენ მოგაწვდით თქვენი პერსონალური მონაცემების ასლს. პირველ ასლს უფასოდ მოგაწვდით, მაგრამ დამატებითი ასლები დაექვემდებარება მიზანშეწონილ გადახდას.

5.2 თქვენ გაქვთ უფლება, შეასწოროთ თქვენ შესახებ ნებისმიერი არაზუსტი პერსონალური მონაცემები და, დამუშავების მიზნების გათვალისწინებით, დაასრულოთ თქვენ შესახებ ნებისმიერი არასრული პერსონალური მონაცემები.

5.3 თუ თვლით, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაციის ჩვენ მიერ დამუშავება არღვევს მონაცემთა დაცვის კანონებს, გაქვთ კანონიერი უფლება,  გაასაჩივროთ ეს მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელ ზედამხედველ ორგანოსთან . ამის გაკეთება შეგიძლიათ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში , რომელშიც ცხოვრობთ, სადაც მუშაობთ ან სადაც მოხდა სავარაუდო დარღვევა.

5.4 თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა თქვენი უფლება, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს პერსონალურ მონაცემებთან , ჩვენთვის წერილობითი შეტყობინებით.

6. მესამე მხარის ვებ-საიტები

6.1 ჩვენი ვებ-საიტები მოიცავს მესამე მხარის ვებ-საიტებზე ჰიპერბმულებს და მათ დეტალებს.

6.2 ჩვენ არ ვაკონტროლებთ და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარეების კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და ქმედებებზე.

7. ჩვენი დეტალები

7.1 ჩვენი კანონიერი სახელია US Cellcom LLC

7.2 ჩვენ დარეგისტრირებული ვართ ქალაქ ვილმინგტონში, დელავერი

7.3 შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ:

ა. პოსტით, ამ მისამართის გამოყენებით:  1201 N.Market Street, Suite 1600, City of Wilmington, Delaware

ბ. ელექტრონული პოსტით, იმ ელექტრონული მისამართის გამოყენებით, რომელიც მითითებულია ჩვენს ვებ-საიტზე.